თვალების სიწითლის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

Medical House აპრ 13,2019

როდესაც თვალების სიწითლეზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მდგომარეობა, მრავალი განსხვავებული მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული:

  • ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით
  • ალერგიით
  • თვალის წნევის მატებით

თვალის სიწითლეს შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი, ქავილი, სხვადასხვა სახის გამონადენი და ა.შ. ყველაზე ხშირი მიზეზი, რაც თვალის სიწითლეს იწვევს, არის სხვადასხვა მიზეზით განვითარებული კონიუქტივიტი - თვალის კაკლისა და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ლორწოვანი გარსის ანთება. ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს თვალში სხვადასხვა ბაქტერიებისა და ვირუსების მოხვედრამ. ასეთ შემთხვევაში, ანთებითი პროცესი, ერთი თვალიდან იწყება და შემდეგ, ხშირად გადადის მეორე თვალზე. ამ დროს, სკლერები (თვალის თეთრი გარსი) შევიწროებულია, აღინიშნება წვა და შეიძლება გამოიწვიოს ქავილი და განვითარდეს ჩირქოვანი გამონადენი. ზოგჯერ, ანთებითი პროცესები გადადის ქუთუთოებზეც. ამ ტიპის კონიუქტივიტი, ხშირად ვითარდება თვალებში ჭუჭყიანი ხელების ამოსმის შედეგად.

ალერგიული კონიუქტივიტი ე.წ ატოპიურ (მემკვიდრული ალერგია) პირებში ვითარდება და უმეტესად სეზონური ხასიათისაა, თუმცა, შეიძლება მთელი წლის განმავლობაშიც მიმდინარეობდეს. მისთვის დამახასიათებელია სკლერების სიწითლე და მკვეთრი ქავილი. უფრო იშვიათია გამონადენი თვალიდან. თუ მოცემული დაავადების სიმპტომები 3-5 დღეზე დიდხანს გრძელდება, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობა.

კონიუქტივიტის მკურნალობა, ითვალისწინებს:

  • ჰიგიენური პირობების დაცვას
  • არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოვიწმონდოთ თვალები დაუბანელი ხელით
  • უნდა მოვერიდოთ მტვრიან გარემოში ყოფნას.

ბაქტერიები და ვირუსული კონიუქტივიტი გადამდები დაავადებებია, ამიტომ, ამ დაავადების მქონე პირმა, არ უნდა გამოიყენოს ის ნივთები, რომლებიც საერთო სარგებლობაშია, რადგან შეუძლია სხვა პირის დაინფიცირებაც.

გარდა კონიუქტივიტისა, თვალის სიწითლე შეიძლება გამოიწვიოს მექანიკურმა გაღიზიანებამ:

  • თვალში სისხლის ჩაქცევამ (მაგ.ტრავმის დროს)
  • უძილობამ
  • კომპიუტერთან დიდხანს მუშაობამ

თუ თვალის სიწითლე დიდხანს გრძელდება და მას სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებიც ახლავს თან, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.